თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი, ნოდარ ცხადაძე მოკლული იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.