თბილისის ზოოპარკში 2 იშვიათი ნიამორი დაიბადა-ამ ინფორმაციას და ფოტოს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ესეც ჩვენი მორიგი ახალშობილი!
თან მხოლოდ ერთი კი არაა, მეორეცაა. ზუსტად ასეთი.
დიახ, დიახ, ორი კოპწია და ლამაზი ნიამორი გაგვიჩნდა.
რას აკეთებენ? დაახლოებით იგივეს, რასაც ეზოში გამოჟივჟივებული ბავშვები – დარბიან, დაძვრებიან კლდეებზე, თამაშობენ, ძიძგილაობენ და მეზობელ დარბაისელ ირმებს თავბრუს ახვევენ.
მერე, ამდენ ბავშვს შენახვა ხომ უნდა? რომ იციან-ხოლმე, ისე არ თქვათ ახლა – შენახვის თავი თუ არ ჰქონდათ, რაღას აჩენინებდნენო. დიახ, წელებზე ფეხს ვიდგამთ და ვამრავლებთ, რადგან ნიამორის კონსერვაციის პროგრამას ვახორციელებთ. ვამრავლებთ, რომ მოგვიანებით ბუნებაში დავაბრუნოთ და სახეობა გადაშენებას გადავარჩინოთ”- წერია ზოოპარკის ადმინისტრაციის ფეისბუქ გვერდზე.
თბილისის ზოოპარკი დახმარების მსურველებს სთხოვს ნიამორის დასახმარებლად ზოოპარკის ვებ გვერდს ესტუმრონ.