“თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, ახალი ავტობუსები 8-მეტრიანია და 53 მგზავრზე გათვლილი, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
„ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, wifi მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi- სიგნალით დაფარვას”,- განაცხადა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, მომწოდებელმა ეს ავტობუსები 8-თვიან პერიოდში უნდა შემოიყვანოს და ამისთვის, ხელშეკრულების პირობებით, თბილისის მუნიციპალიტეტი 64 მილიონ 790 ათას ლარს იხდის.