{{ARTICLEIMAGE}}
ახლო მომავალში თბილისში უახლესი მოდელის, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლა იგეგმება. ინფორმაციას მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, კომპანია “სისტრას” კვლევამ აჩვენა, რომ თბილისს 18-მეტრიანი ავტობუსებიც სჭირდება. ამ მიზნით თბილისის მერი მიუნხენში იმყოფება, სადაც კომპანია “მანის” მიერ წარმოებული უახლოესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.