მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება -ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.
მანამდე კი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს B კატოგორიაში ჩართვა შეეძლებათ – კალაძის თქმით, მერიამ გაითვალისწინა მძღოლების თხოვნა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით.
” მძღოლების თხოვნას დავთანხმდით, რადგან მათ ვერ მოასწრეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩანაცვლება მარცხენასაჭიანი ამიტომ მათთვის გავახანგრძლივეთ ვადა.
ამიტომ 2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება B კატეგორიაშიც. მათ აქვთ წელიწადნახევარი იმისთვის რომ მოახდინონ ავტომანქანების ჩანაცვლება და შემდეგ სურვილისამებრ, გადაწვიტონ ჩაერთონ A კატეგორიაში ან B კატეგორიაში.” განაცხადა კალაძემ