თბილისში, აფთიაქში შესულ მამაკაცს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა მანქანის მეპატრონე აფთიაქში ცოტა ხნით იყო შესული.
„სამი წუთით შევიდა კაცი აფთიაქში და გამოსულს მანქანა მოპარული დახვდა“, -აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.