{{ARTICLEIMAGE}}
თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ ავარიაში მოჰყვა, რის გამოც 5ავტომობილი დაზიანდა, აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც უკვე დაკავებულია, მანქანა მაშინ გაიტაცა, როდესაც მისი პატრონი თანხის ჩასარიცხად ავტომობილიდან იყო გადასული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს და4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.