თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფში გადაიყვანეს.
ავარია გუშინ დღის ბოლოს აღმაშენებლის ხეივანში მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.