თბილისში, ხოშარაულის 9 ნომერში ერთ-ერთ ბინაში წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა დაფიქსირდა.
მეზობლების განცხადებით, შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალმა ინტოქსიკაცია მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.