თბილისში ორი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს. ერთ-ერთს საგამოცდო ცენტრში ტელეფონი შეჰქონდა, ხოლო მეორე შემთხვევაში გამოცდაზე შესვლას და გამოცდის დაწერას აბიტურიენტის მაგივრად სხვა პირი ცდილობდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო და დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მე-3 და მე-4 სესიები შედგა. ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.