პროტესტის მეთოთხმეტე დღეს, თბილისში მსვლელობა იმართება, ამ წუთებში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შსს-სკენ მიემართება.
შეძახილებითა და საყვირებით მათი ნაწილი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა.
საღამოს შვიდ საათზე კი აქცია პარლამენტის წინ გაიმართება.