თბილისში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით 28 წლის გორელი გოგო გარდაიცვალა. newpost-ის ცნობით, დაღუპული გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თავდაპირველად მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.
პაციენტი კლინიკაში 6 იანვარს შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა,მანამდე 5 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა.