{{ARTICLEIMAGE}}
14 დეკემბერს თბილისში, სასატუმრო “ბილტმორში” დაგეგმილი ბიზნეს-კონფერენცია – “ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში” ჩაიშალა. ღონისძიების ორგანიზატორი “ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში”იყო.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა მოჰამმად ხალეყიმ განაცხადა, რომ “14 დეკემბრის კონფერენციისთვის ირანიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ ირანელი ინვესტორები კონკრეტული საინვესტიციო გეგმებით და მიზნებით. მათგან ორი ბიზნესმენი გუშინ, 11 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს.
კონფერენციის ჩაშლას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება – თეირანმა ოფიციალურად მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, ვიდრე არსებული გაუგებრობა არ გაირკვევა.
“ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი ინფორმაციით, კონფერენციას ვერ დაესწრებოდა საქართველოში ირანის ელჩი ბატონი აბას თალები-ფარი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ კონფერენცია და დაველოდოთ, ორი ქვეყნის ოფიციალურ უწყებებს”. ამ საკითხზე შსს-ს პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის.
ირანის მოქალაქეების არშემოშვების საკითხზე 10 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც გააკეთა კომენტარი. მინისტრი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში საკითხი მოგვარდება.
“დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა არსებულ გაუგებრობაზე ჩვენ გვქონდეს შესაბამისი პასუხები”.