თბილისში,ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა.
შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ბავშვის დედაც. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი გარდაცვლილი დედამ ნახა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრები და მეზობლები გამოკითხეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც.