თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ჯგუფის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს. შემთხვევა დღეს დიღომში, რობაქიძის გამზირზე მოხდა. დაშავებულები არიან ექიმები.
შინაგან სქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.