საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე კოშკის შიდა ნაწილის დემონტაჟს დამტვერიანება მოჰყვა. ამის ამსახველ ვიდეო-მასალას ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. მერიამ კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით გააფრთხილა და ხვალიდან დმეონტაჟი სველი წესით გაგრძელდება. სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი ნებართვის ფარგლებში კერძო ტერიტორიაზე მიმდინარეობს.