თბილისში კუსტარულად დამონტაჟებული 4146 გაზის დანადგარი ჩაჭრეს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ 2019 წლის დეკემბრის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში საცხოვრებელ ბინებში, სულ, 4146 კუსტარულად ან დარღვევით დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარი ჩაჭრეს. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ აქვეყნებს.

კომპანიის ცნობით, ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ინფორმირებული და გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს.

„თბილისი ენერჯი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია.

2019 წლის დეკემბერში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით:

▪ სამგორი – 816
▪ სანზონა – 520
▪ ისანი-ვაზისუბანი – 505
▪ გლდანი – 465
▪ დიდუბე – 347
▪ ნაძალადევი – 339
▪ კრწანისი – 245
▪ მთაწმინდა – 239
▪ ნუცუბიძე – 187
▪ დიღომი – 186
▪ ჩუღურეთი – 156
▪ საბურთალო – 91
▪ ვაკე – 46
▪ წყნეთი – 4