თბილისში რუსი მომღერლისა და კომიკოსის მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიებიდან გახდა ცნობილი.კონცერტის ორგანიზატორი Tickets Online GROUP არის.
კონცერტი 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. რამდენად გაიმართება დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე უცნობია,რადგან სავარაუდოა, რომ რუსი მომღერლის საქართველოში ვიზიტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვეს.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ბათუმში ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა, რომელიც წელს ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო.