თბილისში, პეკინის #22-ში კაცი მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეჭრას აივნიდან ცდილობდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბინაში ოჯახი იმყოფებოდა. მათ მძარცველი აივანზე გამოკეტეს და 112-ში დარეკეს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა,
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.