თბილისის 116-ე სკოლაში მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს ფეხის არეში საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა გაკვეთილებს შორის შესვენებაზე მოხდა.
მომხდარის გამო სასწავლო დაწესებულებაში პოლიცია გამოიძახეს. მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.