თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და   ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა თბილისში  დოლაბაურის ქუჩაზე მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.