თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.