თბილისში, რესტორან “ქალაქურში” ხანძარი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეხანძარე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს. მათივე ცნობით, ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.