თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება

დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება.ეს ინფორმაცია ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, გრიგორი კარასინმა  გააჟღერა. ინფორმაციას  რია ნოვოსტი ავრცელებს.

“ახალი ცენტრის გახსნა თბილისში მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში დაგეგმილი რუსული დელეგაციის ვიზიტი, ცენტრის გახსნაზე ინცინდენტების გარეშე ჩაივლის”,  -განაცხადა კარასინმა.