თბილისში, საცხოვრებელ სახლში 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დანიშნულია ექსპერტიზა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

 

სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით კი, როგორც სანზონაში გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.