თბილისში საცობების გამო პარლამენტის პლენარული სხდომა 20 წუთით გვიან დაიწყო

თბილისში საცობების გამო პარლამენტის პლენარული სხდომა 20 წუთით გვიან დაიწყო. 

“კოლეგებო ქალაქში არის საცობები ამიტომ თხოვნაა, რომ რამდენიმე წუთით გადავწიოთ რეგისტრაცია”-მიმართა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.სესიაზე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.