თბილისში სპარის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში სპარის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა  ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ სპარის მაღაზიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სპარის თანამშრომელი 1 თვის წინ კოსტავას ქუჩაზეც დაჭრეს. დაჭრილი თანამშრომელი 21 იანვარს მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.