{{ARTICLEIMAGE}}
მთავარი პროკურატურა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულთათვის საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8 დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ შვიდივე ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
“გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2018 წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში “გურუში“ და “ალიანსში“ დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულებს, უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის შუამდგომლობით, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ”,-წერია პროკურატურის ინფორმაციაში.
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის განმარტებით, საფრთხეები, რაც პროკურორმა წარმოადგინა, სახეზეა. პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე.
“სლავა უკრაინა“ – ბრალის წარდგენის დოკუმენტზე დატანილი ამ წარწერით გააპროტესტეს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებმა მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება.
ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ და დანაშაულთან არანაირი კავშირი აქვთ.