საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1 პირი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ერთსა და იმავე დღეს ორი მაღაზია დააყაჩაღა – ერთი დიდუბეში, ერთი კი წერეთლის გამზირზე, სადაც სავარაუდო დამნაშავე მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შემდეგ კი აიძულა სალარო გაეხსნა და მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.