ინფექციურში თეირანი-თბილისის რეისის 4 მგზავრი გადაიყვანეს – მათ კორონავირუსზე გამოკვლევები ჩაუტარდებათ
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ცოტა ხნის წინ, კიდევ 4 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთ მათგანს ტემპერატურა ჰქონდა მომატებული. პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათ გამოკვლევები უტარდებათ.
შეგახსენებთ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესდა. Corvid-19-ს უკვე 5 ადამიანი ემსხვერპლა.
იქნება თუ არა, ირანთან ფრენების შეწყვეტა კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყნებს შორის რჩება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სამეზობლოში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების გამო, მთავრობამ კონკრეტული პრევენციული მექანიზმები აამოქმედოს, მათ შორის შეზღუდვები ავიამიმოსვლაზე.