თელავის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი აიღეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი  აიღეს. მუნიციპალიტეტის რეაგირება მასალის  გაშუქებას მოჰყვა. როგორც თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, ბიუსტი სწორედ მისი დავალებით აიღეს და მას აღარ დადგამენ. 

ბიუსტი სოფელ აკურის ცენტრალურ პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვერდით, 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადგილობრივების ერთმა ჯგუფმა დადგა.