თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე მოპედის და ჯიპის ტიპის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც მოპედს მართავდა.
არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ცნობით,დაშავებულს გამოკვლევები ჩაუტარდა, მას დაზიანებები თავის არეშიაქვს მიღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.