თელავში „ელიტ ელექტრონიქსი“ გაქურდეს.არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ტექნიკა, მათ შორის ძვირადღირებული მობილური ტელეფონები. ზარალის ზუსტ ოდენობას ითვლიან.
პოლიციას ფაქტზე არავინ დაუკავებია. დამანაშავის იდენტიფიკაციის მიზნით სათვალთვალო ვიდეო-კამერებიდან ამოღებულია ჩანაწერები.