თელავში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცებს დაზიანებები მუცლისა და ყელის არეში აქვთ მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით დაჭრას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ორ პიროვნებას ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.