თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია ოფიციალურად 15:00 საათზე დაიწყება, ერეკლე მეორის სასახლეში კი სტუმრებს 13:00 საათიდან ელოდებიან. ინაუგურაციის ცერემონია 40 წუთი გაგრძელდება.
ღონისძიებაზე 1 800-მდე ადამიანია მიწვეული. ზურაბიშვილის ინაუგურაცია 15 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა სტუმრებმა უკვე დაიწყეს მისვლა ერეკლე მეფის სასახლის ეზოში.
ორგანიზატორთა ცნობით, ინაუგურაციას სტუმრების უმრავლესობა ფეხზე დგომით დაესწრებიან და სკამებს მხოლოდ გამონაკლისებს შესთავაზებენ.
ადგილის სიმცირე გახდა მოტივი იმისა, რომ ინაუგურაციის პროცესს სასახლის ეზოში განთავსებულ მონიტორზე დააკვირდებიან ჟურნალისტები და არა უშუალოდ.
პარალელურად, ოპოზიციის კოლონას, რომელიც თბილისიდან თელავისკენ საპროტესტო აქციის გასამართად მიემართება, ყვარლის გადასახვევთან, თელავიდან 30 კილომეტრში სამართალდამცავებმა გზა ჩაუკეტეს და გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.