თელავში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

თელავში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.მამაკაცს  ცეცხლნასროლი ჭროლობები სახის არეში აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თელავში,  მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვლა. ამის შემდეგ კი მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომზდარზე გამოძიება, სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.