თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მამაკაცს  ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული.

ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, თელავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი  მოკლა. ამის შემდეგკი  მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანება მიიყენა.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.