“თემირლანის დიპლომს დღევანდელ ივანიშვილის ბოროტ სისტემას თავზე დავახევ”- მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა. კოლეჯში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სწავლობდა, შვილმოკლულმა მამამ ბრიფინგი გამართა. მან სტუდენტებს სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, პარალელურად, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება და ეს პროცესი რეგიონებშიც გადაინაცვლებს.

„მთელ საქართველოს მასშტაბით ყველას სტუდენტს მოვუწოდებ, ამ კოლეჯის სტუდენტებს მოვუწოდებ დამიდგნენ გვერდში ამ სიბოროტის აღმოსაფხვრელად. მეოთხე დღეა ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების მოგროვება და ეს ხელმოწერები გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში, რის შედეგადაც მე ვიქნები დარწმუნებული, რომ შემდგომ შექმნან დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. თემირლანმა ამ კოლეჯიდან აიღო დიპლომი, რითაც იყო ძალიან კმაყოფილი, რომელ დიპლომსაც მე დღევანდელ ივანიშვილის ბოროტ სისტემას თავზე დავახევ,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.