თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს

თემქაზე 62 წლის სიმა მირზოევას  მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც აღმოჩნდა დაკავებული პირი გარდაცვლილის მაზლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს – 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება 108-ე მუხლით გრძელდება. აღნიშნული მუხლი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, თემქაზე, მე – 11 მიკრორაიონში  ქალი  საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალს თავის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.