თემქაზე მოკლული ქალის ქმარი დაკითხვაზე შეუძლოდ გახდა

თემქაზე მოკლული ქალის ქმარი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში ხანძრის გაჩენის მიზეზით მისულ მაშველებს ბინაში ქალი გარდაცვლილი დახვდათ.მას ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდა. ახლობლების ინფორმაციით, სახლიდან ფულია წაღებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.