თემქაზე ქალი მოკლეს და ბინაში ხანძარი გააჩინეს

თემქაზე ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. გარდაცვლილი  60 წლამდე ასაკის ქალია. მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. სახანძრო სამსახური მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინაში ხანძარი შენიშნეს.

მეზობლების ინფორმაციით, ქალი მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ცეცხლი გააჩინეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.