თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს, ახლობლები ინტერნეტ თამაშ – „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ.
სკოლაში, სადაც მოზარდი სწავლობდა, აცხადებენ, რომ ის კარგი მოსწავლე იყო. მათი ინფორმაციით, ბავშვი სავარაუდოდ, ინტერნეტთამაშში იყო ჩართული. არ არის გამორიცხული, რომ მოზარდი “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი ჩამომხრჩვალი ბებიამ და ბაბუამ იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.