თერჯოლის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობაზე მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გასცა. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს მუნიციპალიტეტმა 58 შემთხვევაში, დაახლოებით, 4.0 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტის ტალონი გასცა რეცეპტის წარმოდგენის გარეშე.
„2017 წელს მუნიციპალიტეტმა გაჭირვებულ მოქალაქეებზე მედიკამენტებით დახმარების მიზნით, ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გააფორმა შპს „ავერსი-ფარმა“-სთან.
დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტმა 58 შემთხვევაში, დაახლოებით, 4.0 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტის ტალონი გასცა რეცეპტის წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ აფთიაქის ამონაწერის საფუძველზე.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში 915 მოქალაქეზე გაიცა 68.6 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ ბენეფიციარებს ექიმთან ვიზიტისათვის არ გაეწიათ დამატებითი ხარჯი. აღნიშნული განმარტება ვერ ჩაითვლება ობიექტურ გარემოებად, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ პროგრამით ისარგებლა კონკრეტული საჭიროების არმქონე ბენეფიციარმა“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.