თეთრი ღვინო მარსზე?

{{ARTICLEIMAGE}}
თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს და მარსზე ქართული ღვინის “მირთმევის“ შესაძლებლობას განიხილავს. ჟურნალისტი წერს, რომ ღვინის სამშობლოდ მიჩნეული საქართველო ცდილობს, გაარკვიოს რომელი სახეობის ღვინო “მოწრუპოს” ერთ დღეს მარსზე.

“ეს მიზნები ჩანს იმ პროექტის მიღმა, რომელიც ცდილობს, იპოვოს საუკეთესო ყურძნის ჯიში წითელი პლანეტისთვის. კვლევამ უნდა უპასუხოს შეკითხვებს მარსზე არსებული რადიაციის, მტვრისა და სიცოცხლისთვის საჭირო რესურსების შესახებ. ამის შემდეგ დაისმება შეკითხვა – ვის სურს ერთი ჭიქა ღვინით მიესალმოს ახალ წელს წითელ პლანეტაზე“, წერია სტატიაში, რომლის ავტორიც საქართველოში რამდენიმე რესპოდენტსაც ესაუბრა:

“თუ ერთ დღეს მარსზე ცხოვრებას ვაპირებთ, საქართველომ ამ მიზნის განხორციელებაში წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს ღვინო ჩვენს პლანეტაზე, ახლა კი, შეგვიძლია, იგივე მარსისთვის გავაკეთოთ”, ამბობს კოსმოსური კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

აღსანიშნავია, რომ მარსისთვის შესაბამისი ყურძნის ჯიშის შერჩევა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ელონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია “SpaceX”-ი 2024 წლისთვის ამ პლანეტაზე გამგზავრებას გეგმავს: ამ განცხადებამ შთააგონა ქართველები, შეერჩიათ საუკეთესო ყურძნის ჯიში წითელი პლანეტისთვის, თუმცა სხვა ქვეყნებიც ცდილობენ, შეარჩიონ საუკეთესო ყურძნის ჯიში, რომელიც მარსის კლიმატს შეეგუება”, წერს ამერიკული გამოცემა და აღნიშნავს, რომ უკვე წლის დასაწყისში პროექტზე მომუშავე ჯგუფი საქართველოდან იმედოვნებს, რომ საწყის ეტაპზე ქვეყნის პირველი ვერტიკალური მეურნეობის ლაბორატორია დედაქალაქში შეიქმნება.

“შემდეგ კი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი გეგმავს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო კვლევაში ჩართვას. ჩვეულებრივ, ზოგიერთისთვის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – წითელი ღვინო საუკეთესო ფსონი არ არის – ქართველი მეცნიერები თვლიან, რომ თეთრი ღვინო მარსისთვის უკეთესი იქნება“,წერია სტატიაში.

ამასთან ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი პროექტის ავტორების ფანტაზიებზეც მიუთითებს:

“კოსმოსური კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე ღიმილით წარმოიდგენს, როგორ სვამს ქართულ ღვინოს მარსზე: წერს ჟურნალისტი და აქვე მის კომენტარსაც ურთავს: “მალე ჩვენ რადიაციაზე ტესტის ჩატარებას დავიწყებთ, რაც აქამდე შეუძლებელი იყო“.

როგორც ცნობილია, 1977 წელს NASAM კოსმოსში ე.წ ოქროს ჩანაწერი გაგზავნა, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ქართული ჩაკრულოც იყო. ამავე პერიოდში მოსკოვი ამბობდა, რომ კომსოსურ სააგენტოს რუსული სიმღერაც უნდა აერჩია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არჩევანი ქართულ ნაწარმოების სასარგებლოდ გაკეთდა,რამაც საქართველოს უბიძგა, დაეწყო ფიქრი ახალ პროექტზე.