თეთრიწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თეთრიწყაროში,სოფელ მარაბდასთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.შსს-ს ინფორმაციით,  ერთმანეთს ტრაილერი და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.