თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებული 77 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გუგა ქაშიბაძის თქმით, მამაკაცს დამწვრობასთან ერთად დაზიანებებიც აღენიშნება. მისი თქმით, გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 პირი დაშავდა. ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა.