{{ARTICLEIMAGE}}
ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი და “ტვპირველის” მფლობელი ბიზნესმენი ვახტანგ წერეთელი “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები კომპანიების – შპს “სამგორი თრეიდის” და შპს “სამგორი M”-ის “სოლიდურ წილს ფლობს” სწორედ ვახტან წერეთელი ფლობს და შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ არ დაიბარა საგამოძიებო ორგანომ ის გამოკითხზვაზე.
“მთელი დღეა, მიზანმიმართულად არ დავწერე არაფერი ,,თიბისი ბანკის” ამბავზე… ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძალიან სასაცილოდ, ძალიან ანეგდოტურად – პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს, გამოძიება მიდისო და დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო. რა მაინტერესებს, იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე; აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე… თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ… ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე, გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ… ნუ, მინიმუმ, ყავაზე მაინც… სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ, სასწაული”, – წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.
თიბისი ბანკის საქმე: ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა
თიბისი ბანკის საქმე: კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის კამპანიის აგორების საფუძველი არ უნდა გახდეს
“თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს