“თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ივანიშვილის მიერ გამოგონილი ამბავია”- ფადი ასლი

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი მიიჩნევს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის  წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი მათ დისკრედიტაციას ემსახურება და  ანაკლიის პროექტს მნიშვნელოვნად აზარალებს.

“გამოძიება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სავარაუდო ფულის გათეთრების საქმეზე, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოგონილ ამბავს, რომელიც მათი დისკრედიტაციის, ასევე ანაკლიისა და მისი კრედიტორების საქმიანობისთვის ზიანის მიყენების მიზნით არის შექმნილი. ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ გასცეს ინსტრუქცია ამ აბსურდული საქმის დახურვასან დაკავშირებით, რადგან ის ახდენს საქართველოს, ხელისუფლების და თავად ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ამ საქმის მაგივრად პროკურატურამ უნდა გამოიძიოს თიბისი ბანკზე კიბერთავდასხმა. სრულიად მიუღებელუია, რომ თითქმის 9 თვის შემდეგ, არავინ იცის თუ რა მოხდა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო კიბერთავდასხმაზე პრეზიდენტის ტვიტრერის გვერდზე, რაც ასევე აბსურდია,”-აცხადებს ფადი ასლი.