თიბისის საქმე: ბიზნესმენი ავთო წერეთელი პირველ კომენტარს აკეთებს

თიბისის 17 მილიონიანი სესხის ბენეფიციარი, ბიზნესმენი, “ტვპირველის” დამფუძნებელი ავთო წერეთელი ბანკის მიერ ვალის ჩამოწერის შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. ავთო წერეთელი აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს მან თავისი ფული ასეხა – აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ამ კრედიტს მას მისცემდა, ვისაც უნდოდა.

“რაც არ უნდა იხტუნაონ, მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია”,ამბობს წერეთელი.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ახლა ვალი ისრაელის კომპანიის Martello Group-ის გადასახდელია. 25 000 -ზე მეტი კი ბანკში მას აქვს შეტანილი.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ ბანკთან შემხებლობაში მას ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ურთიერთობა არ აქვს, პირადი ურთიერთობები კი სხვაა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა “თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “თიბისი ბანკიდან” გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.