თინა ბოკუჩავა ადასტურებს, რომ კარლო კოპალიანს მანდატი დაუჭრა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი დეპუტატი თინა ბოკუჩავა ადასტურებს, რომ მან უმრავლესობის დეპუტატს კარლო კოპალიანს მანდატი დაუჭრა.

“მე გადავჭერი კარლო კოპალიანის დეპუტატის მანდატი, კომუნისტი კოპალიანის მანდატი. გავრილოვის თანაპარტიელის. ერთერთ მონად და კლოუნად ბიძინა ივანიშვილმა სწორედ კარლო კოპალიანი გამოიყენა. იყო ერთერთი დეპუტატი, რომელმაც ჩააგდო დღეს საკონსტიტუციო ცვლილება. ამას იმსახურებს ყველა დეპუტატი, ვინც დღეს ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები”-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.